შალვა პაპუაშვილის განცხადება – გამოხმაურებები

15:19, 21.05.2026

„ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას – უკრაინის გზა ტერიტორიების დათმობაზე გადის, ხოლო მოლდოვის გზა საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე.” – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა, ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან”.

„აქეთკენ გვექაჩებიან და ამას გვაგუებენ – განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე – სწორედ ეს არის 21-ე საუკუნის დანაელთა ძღვენი”, – წერს პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას კომენტარები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან.

მსგავსი