ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
კინოს სახლში, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. „პატრიარქის ხსოვნას“ – ასე ჰქვია კომპოზიტორ მანანა იმედაძის ახალ კომპოზიციას, რომელიც ჯუბა ღებელის ლექსზე შეიქმნა. კომპოზიცია მუსიკოსმა თემურ ყვითელაშვილმა შეასრულა. პროექტის მთავარი მიზანი ილია მეორის მარადიული ხსოვნის უკვდავყოფაა.