ბრიტანეთის სასანქციო პოლიტიკის ორმაგი სტანდარტი
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რუსულ ნავთობზე დაწესებულ სანქციებს დროებით გაერთიანებული სამეფოც ამსუბუქებს.
გადაწყვეტილება, რომელსაც ადგილობრივი მთავრობა ეროვნული ინტერესების დაცვით და ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებით ხსნის, ძალაში დღეიდან შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთმა რუსული დიზელის საწვავის და საავიაციო ნავთის შესყიდვა განაახლა. სანქციების შემსუბუქების გადაწყვეტილებამ გაურკვევლობა ბრიტანეთში უკვე გამოიწვია. როგორ ხდება ერთდროულად ომში უკრაინის მხარდაჭერა და თან რუსული ნავთობის შესყიდვა – ეს არის კითხვა, რომლითაც ადგილობრივი ოპოზიცია მთავრობას მიმართავს.
რეაქციები მძიმეა თბილისში. ბრიტანეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე, საქართველოს მიერთების არაერთგზის მოთხოვნის და ქართული ტელეკომპანიებისთვის უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გავრცელების არგუმენტით დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, ლონდონის გადაწყვეტილება მმართველ გუნდში ორმაგი სტანდარტების მორიგ გამოვლინებად ფასდება. საქართველოს ხელისუფლება ითხოვს განმარტებებს, თუ რატომ არის ბრიტანეთის ეროვნული ინტერესები საქართველოზე უფრო მნიშვნელოვანი და რა მიზანს ემსახურებოდა კატეგორიული მოთხოვნა რუსეთთან ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტის თაობაზე – სალომე ქოქიაშვილი გიამბობთ.