უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ცხედრების გადმოსვენება და დაკრძალვა
აფხაზეთის ომში უგზოუკვლოდ დაკარგულთა ცხედრებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დილიდან კი – სამებაში, გადმოსვენებული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. მათ შორის ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა. პატრიარქმა შიო მესამემ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ. უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიება-გადმოსვენების პროცესი აქტიურად გრძელდება.