სამოქალაქო პანაშვიდი

15:28, 19.05.2026

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ცხედრებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დილიდან კი, გადმოსვენებული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა სამებაში. მათ შორის ორი სამხედრო, 9 კი – მშვიდობიანი მოქალაქეა. პატრიარქმა შიო მესამემ გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება-გადმოსვენების პროცესი აქტიურად გრძელდება.

მსგავსი