რეგულაციები სიძულვილის ენის წინააღმდეგ – სპეციალური სამსახური შსს-ში
შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური შეფასებები ისევ გრძელდება. მმართველ გუნდში ინიციატივას მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სხვადასხვა ჯგუფი საზოგადოების დაყოფისთვის სიძულვილის ენას მიზანმიმართულად იყენებს. სიძულვილის ტირაჟირებაში კი ოპოზიცია თავად „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. შეგახსენებთ, შსს-ში ახალი სპეციალური სამმართველო იქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგს განახორციელებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.