აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პროტესტის 28 დღე.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება მთავრობის ადმინისტრაციასთან. მოთხოვნა უცვლელია: დაფინანსდეს და ქვეყნაში შემოიტანონ მედიკამენტი რომლიც ამ სინდრომის მქონე პაციენტების სიცოცხლის გასახანგრძლივებლადაა საჭირო. ითხოვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია მძიმე გენეტიკური დაავადებაა, რომელიც საქართველოში დაახლოებით 100-მდე ბავშვს აქვს.