ახალი სამმართველო შსს-ში 

18:15, 18.05.2026

შსს-ში ახალი სპეციალური სამმართველო იქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგს განახორციელებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ინიციატივის შესახებ მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ასევე მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება. ინიციატივას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.

მსგავსი