აფხაზეთობა 2026
აფხაზეთობა 2026 – ზუგდიდში კვირეულის აღნიშვნა დაიწყო. დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა და მასტერკლასები მოეწყო. წარმოდგენილია აფხაზეთის ცხოვრების, ბუნების, არქიტექტურის ამსახველი ფოტონამუშევრები. ექსპოზიციის ფარგლებში, ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება ექნება, სამშვიდობო გზავნილი გააკეთოს. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება. წლევანდელი აფხაზეთობის მთავარი გზავნილია „ჩვენი საქართველო აფხაზეთიდან იწყება“.