გურჯაანის დიდების მუზეუმის მდგომარეობა
დიდების მემორიალური მუზეუმი გურჯაანში 1978 წელს დაფუძნდა და თითქმის ნახევარი საუკუნეა ვიზიტორებს მასპინძლობს. მუზეუმში დაცულია მეორე მსოფლიო ომის თემასთან დაკავშირებული ექსპონატები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები და ეთნოგრაფიული მასალა. აქვეა მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტი „ჯარისკაცის მამა“ და „მარადისობის კედელი“, რომელზეც ამოტვიფრულია 4 000 შინმოუსვლელი ჯარისკაცის სახელი. მემორიალურ მუზეუმს სრულყოფილი რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებია, საგამოფენო დარბაზში კი ჭერის ჩამონგრევის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო მემორიალი განახლებას საჭიროებს, თუმცა გურჯაანის ბიუჯეტი ამ ხარჯებს ვერ უზრუნველყოფს.
ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები