მოურინიოს „ბენფიკამ“ წაუგებლად დაასრულა პორტუგალიის ჩემპიონატი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა #1TVSPORT

01:57, 17.05.2026

ლისაბონის „ბენფიკა“ ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა 80 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი „პორტუ“ გახდა 88 ქულით, მეორეზე 82 ქულით „სპორტინგი“ გავიდა. სწორედ ეს გუნდები ითამაშებენ 2026-27 წლების ჩემპიონთა ლიგაზე.

აღსანიშნავია, რომ „ბენფიკას“ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში არცერთი მატჩი არ წაუგია – 23 შეხვედრა მოიგო და 11 ფრე ითამაშა. ლისაბონური გუნდი მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე კვალიფიკაციიდან დაიწყებს გამოსვლას.

მსგავსი