ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით დაამტკიცა.
სტუდენტები, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩაირიცხნენ და გრანტი მოიპოვეს, მის შენარჩუნებას და სურვილის შემთხვევაში გაუმჯობესებასაც შეძლებენ. ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო რაც გადაწყდა, რომ 2025 წლის 17 დეკემბრიდან, საგრანტო დაფინანსება გაუქმდა და საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სწავლის სრულად სახელმწიფო დაფინანსების მოდელით ჩანაცვლდა. დღეს დაზუსტდა, რომ 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცეთ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.