გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი

21:41, 13.05.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლები გამოჰკითხეს. ბრალდების ამ ეპიზოდზე გამოძიება გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ბრალდების თანახმად, ქრთამის აღების სანაცვლოდ სუს-ი ყოფილი უფროსი, თავის მეგობარს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც თავის მხრივ საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს იღებდა. პროკურატურის ვერსია ეწინააღმდეგება დაცვის მხარე, ადვოკატების პოზიციით,  ლილუაშვილის კახა გვანცელაძესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და საქმეში არც მტკიცებულებები არსებობს.  დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი