კორუფციული სკანდალი უკრაინაში – ანდრეი ერმაკს ბრალი წარედგინა 

21:38, 12.05.2026

კორუფციული სკანდალის გაგრძელება უკრაინაში – პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი წაუყენეს და 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სკანდალური საქმის ფიგურანტს, ანდრეი ერმაკს, რომელიც ხშირად საუბრობდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ამ პრობლემას ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებდა, 10 მილიონი დოლარის გათეთრებას და ორგანიზებული ჯგუფის წევრობას ედავებიან. პატიმრობა თუ გირაო: ყოფილი მაღალჩინოსანი ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 72 საათის ვადაში უნდა გამოცხადდეს. საქმე ეხება კიევთან ახლოს, პრესტიჟულ დასახლებაში ელიტური საცხოვრებლების მშენებლობას, რა დროსაც, გამოძიების ცნობით, სოლიდური თანხების გათეთრება მოხდა. რეზონანსულ საქმეზე ძიება თვეებია მიმდინარეობს და პერმანენტულად მასში ახალ-ახალი ფიგურანტები ჩნდებიან. მათ შორის არიან სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებიც.

რა მასალები აქვს პროკურატურას ექს-მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და მივა თუ არა გამოძიება პრეზიდენტამდე – თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი