საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა
ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბა. უმრავლესობის ლიდერი კომენტარის გაკეთების დროს მედიასთან თავდაპირველად შიო მესამის პატრიარქად არჩევას გამოეხმაურა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ წინამძღოლს შიო მესამეს წარმატებები უსურვა. დღევანდელ სხდომაზე განსახილველი თემები იყო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ეკონომიკური ვითარება და ბოლო პერიოდის საერთაშორისო ვიზიტები. ირაკლი კირცხალიას თქმით, საუბარი შეეხო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს და 4 ოქტომბრის მოვლენების დროს დაკავებული პოლიტიკოსების რეზონანსულ საქმეს.
სხდომას პრემიერი და ახლად დანიშნული სახელმწიფო მინისტრი ესწრებოდნენ.