ევროვიზია 2026
ერთი დღე რჩება ევროვიზიის პირველ ნახევარფინალამდე.
ცნობილი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი გახსნილია – ხვალინდელ შოუზე ქართველი კონკურსანტები მე-6 ნომრად წარდგებიან. „ბზიკები“, რომლებიც 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულები არიან, ავსტრიის დედაქალაქში გიგა კუხიანიძის მიერ დაწერილი სიმღერით წარდგებიან. ფინალში მოსახვედრად საჭიროა ათეულში მოხვედრა, ათეული ჟიურის წევრების და მაყურებლების ხმების დათვლის შედეგების საფუძველზე გამოვლინდება. ფინალური შოუ ვენის შტატჰალეს დარბაზში 16 მაისს გაიმართება.
ქართველმა კონკურსანტებმა ჟიურის რეპეტიცია უკვე გაირეს, საბოლოო შედეგების 50 % სწორედ ჟიურის შეფასებაზე იქნება დამოკიდებული. უკვე ხვალ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თქვენს მხარდაჭერასაც. ტელეფონის ნომრები, რომელზეც „ბზიკებს“ სხვადასხვა ქვეყნიდან უნდა დაურეკოთ პირველი არხის ვებ გვერდზე უკვე განთავსებულია, ასე რომ იაქტიურეთ და მხარი დაუჭირეთ საქართველოს. მუსიკალური მეგა კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას 12 მაისის 23 საათიდან პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
„მოამბე“ ავსტრიიდან – ევროვიზია 2026 სამზადისზე მარიკა შალიკაშვილი ისაუბრებს.