ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება
ესპანეთმა კანარის კუნძულებზე საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, მგზავრების ევაკუაცია დაიწყო. მანამდე, მგზავრების შინ დაბრუნების მასშტაბური და კოორდინირებული ოპერაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააანონსა. როგორც ჯანმო-ში აცხადებენ, ამ ეტაპზე სიმპტომები გემზე მყოფ არცერთ პირს არ აღენიშნება. ცნობისთვის, ამ დროისთვის ჰანტავირუსის რვა დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი.