ხაბეიშვილისა და ზოდელავას საქმის განხილვა სასამართლოში

18:32, 08.05.2026

ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა, განაჩენი – 20 მაისს გამოცხადდება, სადაც ხაბეიშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს. ამის შემდეგ უკვე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. სახელმწიფო ბრალდების თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დასტურდება ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაული. დაცვის მხარემ საქმეში არსებულ მოწმეებზე გაამახვილა ყურადღება. მათი თქმით, მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ საქმე შეკერილია. ასევე სხდომის ბოლოს, ლევან ხაბეიშვილმა განცხადების უფლებით ისარგებლა. მან ისაუბრა მასზე ძალადობისთვის დაკავებული ძალოვანების შესახებ.  შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. მურთაზ ზოდელავას კი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.

მსგავსი