საპროცესო გარიგება

15:24, 08.05.2026

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს გაიმართა, სადაც მან წარდგენილი ბრალდება აღიარა. საპროცესო შეთანხმების თანახმად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს ერთი წლის ციხეში, ხოლო სამი წლის – პირობითი მსჯავრით მოხდა მოუწევს. სახელმწიფო ბრალდება გელა ხასაიას ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებოდა. პროკურატურის ვერსიით , 2025 წლის 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს.

მსგავსი