აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია

21:59, 07.05.2026

საქართველო კიდევ ერთი საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელია.

თბილისში ათეულობით ქვეყნის აღმასრულებელია შეკრებილი. მსჯელობის საგანი სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, აღსრულების სისტემაში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმებია. აქცენტი კეთდება უწყებაში ჰუმანური მიდგომების დანერგვის და გაციფრულების აუცილებლობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, ასევე ინფორმაციას იღებს უცხო ქვეყნების პრაქტიკაზეც. კონფერენციაში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი.

მსგავსი