ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდება.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს არიან. ბოლო დღეების მოლაპარაკებებს პოზიტიურად აფასებს დონალდ ტრამპიც. ვაშინგტონი თეირანისგან ახლა პასუხს რამდენიმე მთავარ საკითხზე ელოდება. დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის განხილვის საგანია, სხვა საკითხებთან ერთად ატომურ მორატორიუმს, მილიარდობით დოლარის გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის ორმხრივ მოხსნას გულისხმობს. ოფიციალური თეირანი ახლა ვაშინგტონის წინადადების განხილვის პროცესშია. ირანის პასუხზე იქნება დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში. შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ მსოფლიო ბაზრებზე გავლენა უკვე მოახდინა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა.