ძალადობის ფაქტები აქციებზე – დაკავებულია ხუთი ძალოვანი 

21:19, 07.05.2026

ლევან ხაბეიშვილი, გურამ როგავა, ზვიად მაისაშვილი – ბრალი წაუყენეს შსს-ს მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, ჟურნალისტზე და საპროტესტო აქციის მონაწილეზე ძალადობრივ თავდასხმებში ედებათ ბრალი.

სამივე თავდასხმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს დაწყებული აქციების დროს მოხდა. დაზარალებულები ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში მოხვდნენ. მას შემდეგ თავდამსხმელების იდენტიფიცირება და მათი სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ხუთი დაკავებულიდან სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, ერთი კი დაცვის პოლიცის დეპარტამენტში მუშაობს. ირკვევა ისიც, რომ ერთი ყოფილი სპეცრაზმელი ბოლოს სუს-ში მუშაობდა. დაკავებულებიდან ორს ბრალდება სხვა საქმეებზეც ჰქონდა წაყენებული და უკვე პატიმრობაშია, დანარჩენი სამი კი ახლა დააკავეს. თავდაპირველად ძალადობრივ თავდასხმებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა, უწყების გაუქმების შემდეგ, ანუ მაისიდან კი საქმეები პროკურატურამ გადაიბარა.

მსგავსი