პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი
ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სამიტში მონაწილეობის პარალელურად, შალვა პაპუაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ის ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა. მალტისა და მონტენეგროს წარმომადგენლებთან დისკუსიის მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოება და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა იყო. მალტამ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, მონტენეგრომ კი, ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.