აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია
თბილისი აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის ორგანიზებით იმართება. კონფერენციაზე ათეულობით ქვეყნის დელეგატი, აღსრულების როლსა და თანამედროვე სტანდარტებზე, ორი დღის განმავლობაში იმსჯელებს. აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი მარკ შმიცი.
ხატია ჯამალაშვილის ჩართვა #მოამბე