ჯაშუშობის საქმე – ბრალის წარდგენა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურთან ადვოკატი ექვს საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. სუს-ი შენობის დატოვების შემდეგ უფლებადამცველს საქმის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს და „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი უძილაურს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, უძილაური მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გასცემდა სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი უძილაურს რვიდან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.