სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთში
გაჩნდა თუ არა ირან-ამერიკას შორის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა – ცალკეულ მედია-საშუალებებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობები პოზიტიურ მოლოდინს აჩენს.
საუბარია 14-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც, არაოფიციალური ინფორმაციით, ომის დასრულებას, ჰორმუზის სრუტის გახსნას, ირანის მხრიდან ბირთვულ პროგრამაზე უარს და ამერიკული სანქციების გაუქმებას გულისხმობს. ერთ-ერთი პუნქტია ირანის მხრიდან ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის გამოცხადება, მოლაპარაკების საგანია მორატორიუმის პერიოდი, რაზეც, მედიის ცნობით, მხარეებს საკუთარი წინადადებები აქვთ. ამ ცნობების პარალელურად თეირანი ვაშინგტონისგან მორიგ მუქარის შემცველ გზავნილს იღებს – საკუთარ პირობებზე და სამშვიდობო შეთანხმებებზე უარის შემთხვევაში ტრამპი ირანს ბევრად მასშტაბური დარტყმებით დაემუქრა. არაპირდაპირი მედიაცია კვლავ პაკისტანის შუამავლობით გრძელდება.
რომელი საკითხები და პუნქტები რჩება ყველაზე სადავო – სალომე თორაძე ახლო აღმოსავლეთიდან ბოლო ამბებით.