დაპირისპირება ოპოზიციაში 

12:14, 06.05.2026

უთანხმოების მიუხედავად, ოპოზიციური ალიანსი 26 მაისის საპროტესტო შეკრებისთვის ემზადება. გრძელდება მოსახლეობასთან შეხვედრებიც, თუმცა პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ არ მონაწილეობს. დაპირისპირებული მხარეები ადასტურებენ, რომ უთანხმოება არსებობს, თუმცა, ეს ალიანსის დაშლას არ ნიშნავს. მათი ნაბიჯები ამჯერად ლევან ხაბეიშვილმა გააკრიტიკა. მანამდე ალიანსს არსებული გეგმა დაუწუნა მიხეილ სააკაშვილმაც. დაპირისპირება არ უკვირთ ალიანსის მიღმა მყოფ ოპოზიციურ პარტიებში და მმართველი გუნდის მსგავსად, მათ გეგმებს სკეპტიკურად უყურებენ.

მსგავსი