ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

15:27, 05.05.2026

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკითხი არის სერიოზული და ეს უნდა განიხილებოდეს, მათ შორის სპეციალისტების ჩართულობით, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. მინისტრის თქმით, საჭიროა სიღრმისეული, მათ შორის მეცნიერული შეფასება და გამოკვლევა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანხა არ იქნება დაზოგილი იმ შემთხვევაში, თუ ეჭვქვეშ არ დგას სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება. ასევე, როგორც მან აღნიშნა, – მოთხოვნილი მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული რისკები, რის გამოც, არის საჭირო გონივრული გადაწყვეტილებების მიღება.

მსგავსი