აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციები გრძელდება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლების მოთხოვნა უცვლელია-ისინი შვილებისთვის ევროპის ცალკეულ ქვეყნებში და აშშ-ში არსებული წამლების ქართულ ბაზარზე შემოტანას ითხოვენ. მათი თქმით, ბაზარზე გამოჩენილი მედიკამენტები დაავადების პროგრესირებას აფერხებს. მშობლები არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, რომლის მიხედვით უკვე არსებული წამლების უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ დადასტურებული არ არის და კვლევის პროცესშია. აქციის დროს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შესვლა სცადეს. მათ წამლების შემოტანის მოთხოვნით ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე უკვე სამი წერილი აქვთ გაგზავნილი.