დაგვიანებული საგაზაფხულო სამუშაოები
დაბალი ტემპერატურა და უხვი ნალექი კახეთში საგაზაფხულო სამუშაოების დაგვიანების მიზეზი გახდა, ცვალებადმა კლიმატმა დააზიანა მცენარეთა ნაწილი, შირაქის ველებზე ჭარბტენიანობის გამო ქერისა და ხორბლის ყანებში სოკოვან დაავადებებთან გამკლავება მოუხდათ ფერმერებს, მათი ნაწილი იძულებული გახდა მარცვლოვანი კულტურის მონაცვლეობის მეთოდი გამოეყენებინა. დაავადებებთან საბრძოლველად მცენარეთა დაცვის საშუალებების გაზრდილმა მოხმარებამ შესაძლოა პროდუქციის სარეალიზაციო ფასზეც იმოქმედოს. ხეხილის ბაღებში, ვენახებში, ქერისა და ხორბლის ყანებში საგაზაფხულო სამუშაოები დაგვიანებით, თუმცა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. რა გამოწვევები აქვთ ფერმერებსა და გლეხებს კახეთში – ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი.