უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება

12:11, 03.05.2026

ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამართალდაცავებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია „მარიხუანა” და ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო”. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი