სააკაშვილის განცხადება – პოლიტიკური შეფასებები

18:13, 01.05.2026

მომავალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი აქტივისტებისა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემაა. სააკაშვილი არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს. მის განცხადებას მწვავედ აკრიტიკებენ მმართველ გუნდში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამტკიცებენ, რომ სააკაშვილს ფართო კონტაქტები აქვს, საიდანაც შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია რუსული უშიშროების მხრიდან სინოდის არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლუბიანკაზე და ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან,“ – ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

მსგავსი