ვითარება ახლო აღმოსავლეთში
საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასების შემცირების პერსპექტივა ჯერ ბუნდოვანია.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და ამერიკა-ირანს შორის ჩიხში შესული მოლაპარაკება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. დონალდ ტრამპი ირანზე ზეწოლის მოხდენას ჰორმუზის სრუტის ბლოკადით ცდილობს. მიზანი თეირანის საკუთარ პირობებზე დათანხმებაა. ენერგორესურსების გადაზიდვის ერთ-ერთი მთავარი საზღვაო არხის ჩაკეტვა კი გლობალურ ეკონომიკას სერიოზულად აზარალებს და ენერგოკრიზისს სულ უფრო ამძიმებს. ირანული პორტების ბლოკადის გახანგრძლივებამ ბარელი ნავთობის ფასი კიდევ უფრო გაზრდა. ექსპერტები ჰორმუზის სრუტის დროულად არ გახსნის შემთხვევაში მსოფლიო მასშტაბით კატასტროფულ შედეგებს პროგნოზირებენ. რეალური საფრთხეების ფონზე თეირანის მისამართით მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომის და ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმისკენ მოწოდებები ძლიერდება.
მოქმედების რა სტრატეგია აქვს ვაშინგტონს ირანის მიმართ დროებითი მყიფე ზავის და მოლაპარაკების პროცესის გაყინვის ფონზე – ლევან ახალაია დეტალებით.