ახალი ავიარეისი ჩინეთის მიმართულებით
ეკონომიკის მინისტრი ჩინეთიდან კონკრეტული შედეგით დაბრუნდა.
15 ივლისიდან პირდაპირი ფრენები შანხაი-თბილისის მიმართულებით იწყება. რეგულარული ავიამიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მარიამ ქვრივიშვილმა, ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მიაღწია. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე. ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების ფონზე, ახალმა ავია მიმართულებამ ჩინეთიდან კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი უნდა შემოიყვანოს. ტურისტული სექტორის სტიმულირების მექანიზმად განიხილება „აითიბი ჩაინა 2026“-იც. ერთ თვეში დაგეგმილ პრესტიჟულ გამოფენაზე, საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.