საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები 

21:16, 27.04.2026

პარლამენტში, მთავრობის საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული განხილვები, ცხარე კამათის ფონზე დაიწყო.

დაპირისპირება იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას გახარიას გუნდი აკრიტიკებს. სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ასე ჰქვია თანამდებობას, რომლის შემოღებისთვის საჭირო ცვლილებებს, საკანონდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შვიდ თვიანი საქმიანობის  შემდეგ, ამ პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც ვიცე-პრემიერიც იქნება. მმართველი გუნდი დაანონსებულ ცვლილებებს უსაფრთხოების გაზრდილ რისკებს უკავშირებს, თუმცა გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ხვალ, პარლამენტში ელოდებიან გეკა გელაძესაც. შინაგან საქმეთა ექს-მინისტრს ჯერ თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, დღის ბოლომდე კი, სუს-ის ახალ ხელმძღვანელს პლენარულ სხდომაზე აირჩევენ.

როდის დაინიშნება ახალ პოზიციაზე მამუკა მდინარაძე და კანონპროექტით როგორ განისაზღვრება მისი უფლებამოსილების არეალი – ამას თეონა მანაგაძე გვეტყვის.

მსგავსი