საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები – განხილვა პარლამენტში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. მამუკა მდინარაძის შემცვლელს, გეკა გელაძეს პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს. კენჭისყრამდე კი სუს-ის მომავალი ხელმძღვანელი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას 11 თვე იკავებდა, სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტს დეპუტატებს საკომიტეტო ფორმატში გააცნობს.