გიორგი ქვილითაიამ ისევ გაიტანა – „მეცი“ „ლე ავრს“ დაუზავდა #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ ისევ გაიტანა „მეცში“, რომელიც ლიგა 1-ში „ლე ავრს “ ესტუმრა და შეხვედრა არასაფეხბურთო ანგარიშით დაასრულა – 4:4.
საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიდან „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი ქვილითაიამ, ხოლო გიგი აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა.
ქვილითაიამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. ეს ამჯერად მე-9 წუთზე შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა.
„მეცი“ 16 ქულით მე-18 ადგილზეა და ამ ტურის შემდეგ, ფაქტობრივად, ლიგა 1-ს დაემშვიდობა.