უთანხმოება აშშ-NATO-ს შორის
ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია გამოწვევად იქცა ამერიკასა და ნატოელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობისთვის.
დონალდ ტრამპი ცალკეული ქვეყნების მიმართ კონკრეტული ზომების მიღებასაც არ გამორიცხავს, რასაც როიტერის მიერ გავრცელებული ჩანაწერებიც ადასტურებს. იგულისხმება ის ქვეყნები, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ დონალდ ტრამპის მოწოდებას უარით უპასუხეს და ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში რაიმე ფორმით ჩართვაზე პირდაპირი უარი განაცხადეს. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებისადმი პოზიციონირება არაა. უთანხმოების მიზეზია თავდაცვითი ხარჯების გაზრდის მოთხოვნაც. ნატოდან გასვლაზე არაერთი მუქარის შემდეგ დღის წესრიგში ორგანიზაციის წევრთა დასჯის საკითხი აქტიურდება. ტრამპის მხრიდან ალიანსისადმი მზარდი სკეპტიციზმის ფონზე, ევროპა კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გეგმას ამუშავებს.