აშშ-ის საელჩოს განცხადება
„34 წლის შემდეგ, ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ამერიკის საელჩო, თბილისში საელჩოს გახსნის თარიღს. 1992 წლის 23 აპრილს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში საელჩო გახსნა. ეს იყო ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. „იმ დროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კერი კავანომ გახსნას ისტორიული უწოდა და აშშ-საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, თანამშრომლობის გაფართოებასა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ხელშეწყობის გეგმებზე ისაუბრა. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, 34 წლის შემდეგ, აგრძელებენ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას.