თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განახლებული ავტოპარკი

21:56, 22.04.2026

დედაქალაქის იერსახის დაცვა, ხმაურის კონტროლი და ურბანული თუ სამშენებლო მონიტორინგი ახალი მანქანებით მოხდება.

თბილისის მუნიციპალური ავტოპარკი სრულად განახლდა. 50 ერთეული ავტომობილი სრულად თანამედროვე სტანდარტები შესაბამისი, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიურია. მუნიციპალურ ინსპექციას ემატება ახალი სერვისიც მოტო ინსპექცია, რაც სხვადასხვა სახის დარღვევაზე კიდევ უფრო სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. გამკაცრებული კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების გაძლიერების საპასუხოდ, ინსპექციის თანამშრომლებმა შესაბამისი გადამზადებაც გაიარეს. ავტოპარკის განახლების მიზანი ინსპექტორებისთვის დაკისრებული მანდატის კიდევ უფრო ეფექტიანი აღსრულებაა.

მსგავსი