საკადრო ცვლილებები – გამოხმაურება
მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტი მომავალ კვირაში იმსჯელებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს და სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს. ის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის სტატუსსაც მიიღებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძეა წარდგენილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი კი – შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს მომავალ კვირაში დაამტკიცებს.