სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიში 

21:42, 21.04.2026

ვინ რა გზებით გეგმავდა საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას და არეულობის პროვოცირებას – პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი ხდება სუს-ის 2025 წლის ანგარიში.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობაზე, რომლებიც სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში სადაზვერვო ღონისძიებების გასატარებლად ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებს იყენებდნენ. დეზინფორმაცია, პროპაგანდა, დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობები – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, არეულობის მოსაწყობად შიდა და გარე ძალები კოორდინირებულად მოქმედებდნენ, მთავარი სამიზნე აუდიტორია კი ქართველი ახალგაზრდობა იყო. ამ კონტექსტში ნახსენებია 4 ოქტომბერს განვითარებული ძალადობრივი პროცესები. BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება კი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის დაზიანების მცდელობად ფასდება. ანგარიშში ოკუპაცია ისევ ქვეყნის მთავარ გამოწვევად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კი უმთავრეს პრიორიტეტად არის დასახელებული.

მსგავსი