ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

21:26, 21.04.2026

განახლდება თუ არა ავიაიერიშები ახლო აღმოსავლეთში – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, მსოფლიოს ყურადღება პაკისტანისკენ არის მიმართული.

ხვალ ისლამაბადში, ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდია  ჩანიშნული. ამერიკული დელეგაცია პაკისტანში გასამგზავრებლად მზად არის, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ჩავა თუ არა ისლამაბადში ირანის დელეგაცია. მოლაპარაკებების სანაცვლოდ თეირანი, ვაშინგტონისგან ირანული პორტების განბლოკვას ითხოვს. უცვლელია დონალდ ტრამპის მოთხოვნებიც: ბირთვული პროგრამის შეჩერება და მოლაპარაკებებში ჩართულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტი ახალი დარტყმებით იმუქრება. ვიდრე გაირკვევა, შედგება თუ არა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, ბლოკირებული ჰორმუზის სრუტე გლობალური ეკონომიკისთვის ისევ მთავარი გამოწვევაა. გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად, მსოფლიო ლიდერები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. თუ ჰორმუზი დროულად არ განიბლოკება, სპეციალისტების პროგნოზით, ენერგო კრიზისი ეკონომიკის ყველა სექტორს დაარტყამს, მძიმე შედეგების გამოსწორებას კი საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

მსგავსი