„ვარსკვლავების ჩრდილში“ – წიგნის პრეზენტაცია
ბათუმში ივანე გრიქუროვის წიგნის, „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ასახავს სპორტსმენებისა და მწვრთნელების გზას წარმატებისკენ; შრომას, სირთულეებსა და ძალისხმევას, რაც თითოეული სპორტული მიღწევის უკან დგას. მწერალმა, წიგნზე მუშაობას – წლები დაუთმო, თუმცა მისი გამოცემა ვერ მოასწრო. ივანე გრიქუროვის წიგნი მისმა მოწაფეებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა – კახი კახიაშვილმა და გიორგი ასანიძემ გამოსცეს.