„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადება – გამოხმაურება

18:28, 21.04.2026

მორიგი დაპირისპირება „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალ პარტიებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 8 პარტია – მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე საკუთარ პოზიციას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ტექსტი შეიცავდა „პერსონალურ თავდასხმებს“, რაც ეწინააღმდეგება ალიანსის პრინციპებს. მათ შორის დათქმას, რომ არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ, თუ ერთპიროვნულ ლიდერად. 18 აპრილის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსებს მიმართავს: „იმისთვის, რომ რეგიონებში ჩასვლა გამოგივიდეთ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო საკუთარი თავი კი არა, ხალხიც გულწრფელად გიყვართ. ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“. – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი