აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

18:28, 20.04.2026

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონდე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა დროულად მოხდეს ქვეყანაში ახალი მედიკამენტის შემოტანა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსება, ასევე პაციენტებისთვის კვლევების ჩატარება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაავადების უკეთ სამართავად აუცილებელია შეიქმნას ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი, რომლებიც ბავშვების მდგომარეობას გააკონტროლებენ და მართავენ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც კუნთების დასუსტების იწვევს. პაციენტების მშობლების განმარტებით, მათთვის ყოველი დღე გადამწყვეტია. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზი საქართველოში 100-მდე ბავშვს აქვს დადასტურებული.

მსგავსი