საპარლამენტო არჩევნები ბულგარეთში

12:15, 20.04.2026

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში, უახლესი მონაცემებით, ყოფილი პრეზიდენტის პარტია იგებს. ხმათა 78%-ის დათვლის შედეგად, რუმენ რადევის პარტია „პროგრესულ ბულგარეთს“ 44.48% აქვს. მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ ბულგარეთმა მოსკოვთან ურთიერთობები უნდა გააუმჯობესოს. ცესკო-ს მონაცემებით, დაახლოებით 14% აქვს კოალიცია „დემოკრატიული ბულგარეთისა“ და ცენტრისტული პარტიის, „ვაგრძელებთ ცვლილებებს“ ბლოკს, ხოლო 13%-ზე მეტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტიას. წინასწარი შედეგებით, „პროგრესულ ბულგარეთს“ შესაძლოა, ახალი მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ჰქონდეს.

რუმენ რადევი ევროსკეპტიკურადაა განწყობილი და ასევე ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. მან  პრეზიდენტის თანამდებობა იანვარში დატოვა და არჩევნებში ჩაერთო, რომელიც რიგგარეშედ გაიმართა მას შემდეგ, რაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, წინა ხელისუფლება დეკემბერში გადადგა. ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები ხუთ წელიწადში მერვედ გაიმართა. რუმენ რადევმა მადლობა გადაუხადა ყველა ბულგარელ მოქალაქეს, რომლებმაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მის პარტიას დაუჭირეს მხარი.

მსგავსი