ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს

23:38, 24.06.2026

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების გამართვა ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში შესთავაზა და ახლა მხოლოდ პუტინზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა ამ წინადადებას.

„კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა: უკრაინის მხრიდან არსებობს კონკრეტული წინადადება მოლაპარაკებების გასამართად. უკრაინის პრეზიდენტმა 4 ივნისს წერილი მისწერა რუსეთის ლიდერს და მოუწოდა, მზად ყოფილიყო მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის განცხადებით, ზელენსკის ერთადერთი პირობა იყო, რომ შეხვედრა მოსკოვში არ გამართულიყო. თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ეს წინადადება უარყო.

„პუტინმა ამ შეხვედრაზე უარი თქვა, ამიტომ, ახლა გადაწყვეტილება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული – დათანხმდება თუ არა წინადადებას“, – განაცხადა მერცმა.

მსგავსი