კვირაცხოვლობის დღესასწაული – მეუფე შიოს ქადაგება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ დღეს საზოგადოებას კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და წირვის დასრულების შემდეგ სიონის ტაძარში იქადაგა. მისი განცხადებით, ჩვენ დღეს ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა. ამისთვის რამდენიმე მთავარი პირობაა – უნდა იყოს ურთიერთგაგება, კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის, მიმტევებლობა და პატიების უნარი. დღესვე მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.