ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში პირველ არხზე
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეა. ამ დროისთვის მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ ნაკრების კაპიტანი – გურამ თუშიშვილი, რომელიც ნახევარფინალშია და კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი, ილია სულამანიძე. რაც შეეხება სოფიო სომხიშვილს, ის კონტინენტის პირველობას გამოეთიშა. 2026 წლის კონტინენტის პირველობაზე საქართველოს დელეგაციას სამი დღის შემდეგ, ხუთი მედალი აქვს – ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ლუკა მაისურაძე, ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ – გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი. ჩვენი ნაკრები ამ დროისთვის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა.
„თბილისი არენაზე“ წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.